ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ – ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვითი ძალები თანდათან მიიწევენ წინ ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებებით, ამავდროულად, აღმოსავლეთში რუსები რამდენიმე მიმართულებით უტევენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

„ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით მძიმე ბრძოლებით, მაგრამ თანდათან წინ მივიწევთ. ჩვენს ჯარს ხვდება მტრის ძლიერი წინააღმდეგობა, დისტანციური დანაღმვა, მაგრამ დაჟინებით და დაუღალავად ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის”, – განაცხადა მალიარმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსული ძალები რამდენიმე მიმართულებით – ავდიივკას, ლიმანისა და მარინკას – მიმართულებებით უტევენ და წინ წავიდნენ სვატოვსკის მიმართულებით.

„იქ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. სიტუაცია საკმაოდ რთულია”, – განაცხადა მალიარმა.