მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტანკები უკრაინაში მალე შევლენ – ლოიდ ოსტინი

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, სავარაუდოდ, მალე შევლენ, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ოსტინმა მოუწოდა კიევის პარტნიორებს დაეხმარონ მას სხვა მნიშვნელოვანი იარაღის სისტემების მიწოდებაშიც.

„ისტორია აჩვენებს მშვიდობიანი მეზობლის ტერიტორიაზე პუტინის დაუდევარი, სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის მთელ უგუნურებას. ამ ომში დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს. დრო არასოდეს არის დიქტატორის მხარეზე, რომელიც იწყებს იმპერიულ ომს და დრო არასოდეს არის აგრესიის მხარეზე. უკრაინელი ხალხი თავდაცვის მიზნით იბრძვის სამართლიანი მიზნისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი მომავლის გადასარჩენად და თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.