ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით, გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით, გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდობზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა გრძელდება.

„მიმდინარე სამუშაოების გამო, 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.