NDI დღეს კვლევის შედეგების ნაწილს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას დღეს 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ.

პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ქალების პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებული მიგნებები იქნება წარმოდგენილი.

კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 3,141 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

კომენტარის დატოვება