” “ქართული ოცნება” არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას” – ხატია დეკანოიძე

„ქართული ოცნება” არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას – გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან, სამ გოჭს და წითელქუდას მაშინ, როცა მნიშვნელოვანი პრობლემებია ქვეყანაში,- ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, სადაც რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის დამოკიდებულებას აფასებს.

დეკანოიძე აღნიშნავს, რომ განვითარებული მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია რუსეთის დასუსტება, რასაც “ქართული ოცნება ” არ გულშემატკივრობს.

გამოგონილი თემებით ცდილობს “ქართული ოცნება” გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები და პროპაგანდის კუთხით, ასეთი ინტოქსიკაცია მოახდინოს ადამიანების. დიდი ბოდიში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რაც იყო, ეს იყო რუსეთის დასუსტება და რა თქმა უნდა, ის, რომ “ქართული ოცნება” არ გულშემატკივრობს რუსეთის დასუსტებას, ეს იყო სწორედ კობახიძის განცხადება. ამიტომ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ესაა კობახიძის პროპაგანდა, გამოგონილ ქარის წისქვილებს ებრძვიან მაგალითად, „სამ გოჭს“ და „წითელქუდას“, იმ დროს, როცა გვაქვს სერიოზული პრობლემები საქართველოში”, – განაცხადა დეკანოიძემ.