იტალიის ცენტრალურმა ბანკმა რუსი ოლიგარქების დაახლოებით 2 მლრდ ევროს ღირებულების აქტივების გაყინა

იტალიის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ბანკმა რუსი ოლიგარქების დაახლოებით 2 მლრდ. ევროს ღირებულების აქტივების გაყინვა მოახდინა.

იტალიის ცენტრალური ბანკის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის განყოფილების ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, განახლებული მონაცემებით, რუსი ოლიგარქების აქტივები საბანკო ანგარიშებს, ძვირადღირებულ იახტებს და ავტომობილს მოიცავს.

„ასევე კრემლის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის 80 პირთან დაკავშირებული დაახლოებით 330 მლნ. ევროს ღირებულების საფინანსო აქტივების გაყინვის შესახებ“, – განაცხადა განყოფილების უფროსმა ენცო სერატამ.