“ქვეყნის ღალატში დღევანდელ ინსტიტუციას სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს“ – გიგა ბოკერია

ქვეყნის ღალატში სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმურ პარლამენტში სუს-ის ანგარიშის მოსმენას აზრი არ აქვს.

დღეს ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს და მის მომავალს საფრთხეს უქმნის.

რა მნიშვნელობა აქვს, რა სახის უტიფრობას იტყვიან ამჯერად, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული სისულელე ჩაწერონ ან განსაკუთრებულად ამაზრზენი იყოს რა ფორმითაც ატყუებენ საზოგადოებას, თუმცა სურათი ნათელია.

დღეს ჩვენი ხელისუფლება არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, აზიანებს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს, ხოლო ქვეყნის ღალატში დღევანდელ ინსტიტუციას სუს-სა და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკვანძო როლი აქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.