ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრაღაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტს ჩეხი კოლეგა პეტრ პაველი დახვდა.

„საგნობრივი მოლაპარაკებები მექნება პრეზიდენტ პეტრ პაველთან, პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან, პარლამენტის სენატისა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან მილოშ ვისტრჩილთან და მარკეტა პეკარევა-ადამოვასთან, შევხვდები მთავრობის, პარლამენტის წევრებს, მედიის წარმომადგენლებს“, – დაწერა ზელენსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტამდე.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში თავდაცვითი მხარდაჭერა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი, უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული ვითარება, მშვიდობის ფორმულის რეალიზება და უკრაინის აღდგენა იქნება