პარლამენტმა “თავდაცვის კოდექსი“ მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.

“თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.

პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.

“თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული – ეს ის არ არის, რომ კანონი უბრალოდ დაიწერა. ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს მაქსიმალურად იყო ჩართული“, – განაცხადა გიორგაძემ.

პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს საშემოდგომო სესიაზე დაუბრუნდება. მას სექტემბერში მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.