“რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა” – გია ვოლსკი

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლოს ამომრჩეველთან.

„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის ან სანქციების დაწესების ან სანქციებიდან თავის არიდების ხელშეწყობის ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლობლობას”, – წერს ვოლსკი „ფეისბუქზე“.