“მე მგონია, რომ ის ექიმი, რომელმაც ეს “ილეთი” ჩაატარა, სრულიად არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა” – იაგო ხვიჩია “ვივამედში” მომხდარ ინციდენტზე

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს „ილეთი“ ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ვივამედში” მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე მგონია, რომ ის ექიმი, რომელმაც ეს “ილეთი” ჩაატარა, სრულიად არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილას, “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა ან იმდენად სულელია, მისი შეყვანა პაციენტთან არც შეიძლება, მაგრამ ვინაიდან ასეთი სისულელის ნაკლებად მჯერა, უფრო იმის მჯერა, რომ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოქმედებდა. ამის ხაზგასმას ველოდებოდი (პოლონეთის) განცხადებაში.

როცა ისედაც ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და წინდით გამოგაქვს რაღაც ნივთი, არაფერში საჭირო რომ არ არის ისეთ დროს და მერე მთელი პროცესის დისკრედიტაცია ხდება, აბა სხვას რას უნდა დავაბრალოთ – ან სისულელეს ან შეთანხმებას. გაყალბებაც რომ ნდომოდა, ნიმუშის გატანა ხომ პრობლემა არ იყო, ჩუმად გატანილს გავაყალბებდი და არაჩუმად გატანილს ვერა, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. მე როგორც ყოფილი იურისტი გეუბნებით, პირველი ეჭვმიტანილი ვინ იქნებოდა ამ საქმეში, ნებისმიერი საღი აზრის დონეზე პირველი ეჭვი, რა შედეგებიც ამას მოჰყვა, უნდა მიიტანო საქართველოს ხელისუფლებაზე და მის კოლაბორაციაზე მიშას ექიმთან,” – განაცხადა ხვიჩიამ.