ნორმალური მთავრობა და პრეზიდენტი რაღაც სისულელეზე დავის ნაცვლად, საქართველოს დეოკუპაციისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოწევით იქნებოდა დაკავებული – კანდელაკი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ნორმალური მთავრობა, პრემიერი და პრეზიდენტი რომ ჰყავდეს, „რაღაც სისულელეზე“ ერთმანეთთან დავის ნაცვლად, საქართველოს დეოკუპაციისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხის საერთაშორისო ასპარეზზე წინ წამოწევით იქნებოდნენ დაკავებულები.

მისივე თქმით, დასავლურ დღის წესრიგში საქართველოს საკითხის წინ წამოსაწევად ახლა ერთობლივი აქტიურობაა საჭირო.

„პრეზიდენტს და პრემიერს ერთმანეთში რაღაც მართლა სისულელეზე აქვთ დავა. საქართველოს რომ ნორმალური მთავრობა, ნორმალური პრემიერი და ნორმალური პრეზიდენტი ჰყავდეს, დღეს ისინი ამ სისულელეზე დავის ნაცვლად, ერთობლივი ძალებით, ერთობლივი აქტიურობით საერთაშორისო ასპარეზზე ვიზიტებით იქნებოდნენ დაკავებულები, ჩვენი დეოკუპაციის საკითხის დასავლეთის სანქციებში ჩასასმელად და რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანების პოლიტიკური საკითხის წინ წასაწევად,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.