„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო – ლევან ხაბეიშვილი

„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილი იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის  დამარცხებაში.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეს არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის საქმის მოქმედებაში მოყვანა იმისთვის, რომ ამ ხალხის პრობლემები გადაიჭრას დანარჩენი სისულელეები არავის აინტერესებს. ეს არის გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდათ ჩვენი ევროპული მომავალი, ყველა კვლევა საუბრობს. არცერთ კვლევაში 90 პროცენტზე ნაკლები არ არის. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში და ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის  დამარცხებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.