“ეს მათთვის, ვინც ხეების ჭრის აკრძალვაზე სვანებს ამტყუნებთ და ხელისუფლებას ამართლებთ”

ზვიად ტომარაძე

ვინც ხეების ჭრის აკრძალვაზე სვანებს ამტყუნებთ და ხელისუფლებას ამართლებთ:
1. ხე–ტყის ჭრა ცუდია და საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ არა მხოლოდ სვანებისთვის, არამედ ყველასთვის, მათ შორის ჩინელებისთვის, არემჯისთვის და ა.შ.
2. როდესაც სახელმწიფო ვერ ზრუნავს საკუთარი მოსახლეობისთვის ელემენტარული საარსებო პირობების შესაქმნელად, მაშინ ხალხს აქვს უფლება საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად თვითონ იზრუნოს!
3. მხოლოდ ჰესების ასაშენებლად ან ოქროს მოსაპოვებლად შეიძლება ტყის მასივების განადგურება და ოჯახის გამოსაკვებად დანაშაულია?
4. სპეცრაზმით და კუნთებით თამაში საკუთარ მოსახლეობასთან, მითუმეტეს მთაში, მიუღებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უნიათობის და ანტიეროვნული ქმედებების გამო ავტორიტეტი ძალიან დაცემული გაქვს.
5. ზოგადად ხელისუფლება თუ კარგს გააკეთებს რამეს და შეაქებ მისასალმებელია, სტიმულია მისთვის, მაგრამ როდესაც ყველაფერს “უპრავებ” დათვურ სამსახურს უწევ.