„საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“

16-17 იანვარს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ბორჯომში, სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე: „საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება ევროინტეგრაციის პროცესში“.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის გარდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, იურიდიულ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე მოწვეულ ექსპერტებთან, ივანე ჩხიკვაძესთან და ადამ ლაზოვსკისთან ერთად, განიხილება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ჩარჩო და სტრატეგიული მიმართულებები და საქართველოს პარლამენტის როლი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას, ექსპერტების მიერ შემუშავებულ საჭიროებათა კვლევის ძირითად მიგნებებს და იმსჯელებენ წარმოდგენილი რეკომენდაციების თაობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია კომიტეტების გაერთიანებული სამოქმედო გეგმის შემუშავება.

კომენტარის დატოვება