“ქართული პოლიტიკა დღეს ასეთია – თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არადა სხვისი…”

რამდენიმე ხნის წინ „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ სოციალური ხასიათის ვიდეო გაავრცელა, სადაც კონკრეტული ადამიანების დუხჭირ ცხოვრებას ასაჯაროვებდა და მთავრობს პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებდა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-18-%E1%83%9D/

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ ჭყოიძე ახალ პარტიას ქმნის და პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.

   „ჭორის“ გადასამოწმებლად თავად არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

-ხმები დადის, რომ კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნას იწყებთ და  აპირებთ პოლიტიკაში აქტიურად მოსვლას, როგორც კომენტარებში წერენ,   სწორედ ამიტომ აშუქებთ ასეთ თემებს-ნაწილი კი წერს, რომ ამით იგებთ მომავალი ამომრჩევლის გულს, რას იტყვით? მართლა აპირებთ არჩევნებში მონაწილეობს და ისედაც ბევრი პარტიისთვის კიდევ ახლის შემატებას?

 -პოლიტიკა -ბერძნული სიტყვაა, პოლოსი – არის ბერძნულად მოქალაქე, პოლიტიკოსი ნიშნავს სინდისიერ მოქალაქეს ანუ  იყო პოლიტიკოსი, არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც არჩევნებში იღებდე მონაწილეობას და პარლამენტში ან მთავრობაში იყო და ათი ათასობით ლარს თქვლიფავდე მაშინ, როცა ხალხი უკიდურესად გაჭირვებულად ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში გაწევრიანებას

და მითუმეტეს არც ახალი პარტიის შექმნას, ისედაც 240 პარტია და 22000 არასამთავრობო ორგანიზაცია გვაქვს, აშშ-ს და  ევროპას რომ გავიძახით,

ამერიკაში სულ 12-16 პარტიაა დარეგისტრირებული, თუმცა 2 პარტიაა რეალურად

ევროპულ ქვეყნებში ისეთებში, როგორიც გერმანიაა, ინგლისია.  ზოგან 5, ზოგან 10 პარტიაა,  15 პარტიაზე მეტი არსად არ არის და მთავარი – მთელ მსოფლიოში პარტიის წევრები ჩართული არიან პარტიის მშენებლობაში და პარტიები არსებობენ პარტიის წევრების დაფინანსებით, მხოლოდ ჩვენთანაა პირიქით- პარტიის წევრებს არავინ არაფერს არ ეკითხება როგორც ბრბო გამოყავთ საჭირო დროს აქციებზე რომლებსაც ხშირ შემთხვევაში უხდიან 20-30 ლარს, მერე კი 4-წლის მანძილზე ტყავს აძრობენ1

ჩვენ თუ საზოგადოება არ დავიბრუნეთ, ღირსება, ქვეყნის სიყვარული არ გავითავისეთ, ვერანაირად ვერ შევქმნით ნორმალურ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც შესძლებს რეალურად ქვეყნის მართვას და ვიქნებით როგორც ვართ უკვე მინიმუმ ბოლო 20 წელი.

-და როგორ ვართ?

-გამოჩნდება ფულიანი კაცი მთელი სპექტრი ვაზელინწასმული გაექანება მისკენ.

ხომ გვახსოვს ბადრი პატარკაციშვილთან რიგები რომ დადგა ფულის გამო…

მერე გამოჩნდება ებრალიძე, გაექანება ყველა ებრალიძესთან,

მერე ბიძო, მიშა, კეზერაშვილი, ჩხარტიშვილი და კიდევ რა ვიცი რამდენი…

-ანუ?

-ანუ ხალხი უნდა ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, საზოგადოება უნდა გამოვიდეს კიკუს პოზიციიდან და ფულს ვინც მისცემს, არ უნდა გიხადოს!

ჩვენთან სამწუხაროდ იხდის მიშა- მიშასია, იხდის გრიშა- გრიშასია, იხდის ბიძო ბიძოსია…ჩვენ საზოგადოება გვაქვს დღეს ასეთი- თუ ფული გაქვს, შენი ვარ თუ არადა სხვისი და ამ საზოგადოებით ჩვენ ვერც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და ვერც ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოვიყვანთ ქვეყანას.

-ხმამაღალ ნათქვამად არ გეჩვენებათ? გაგინაწყენდებათ საზოგადოება.

-რომ არ ვიცოდე, არ ვიტყოდი, მოდით პირად მაგალითს მოგიყვანთ. პრაქტიკულად დღე არ გავა დღემდე (აღარ ვამბობ იმ დროს, როცა აქტიურად ვიყავი პოლიტიკაში ჩართული) რომ მინიმუმ დღეში არ მიმეღო 10 წერილზე მეტი ფბ-ზე, ტელეფონზე ცალკე მირეკავდნენ. მთავარი, რაც ხალხს აინტერესებდა, ეს იყო ვიზას თუ გაუკეთებდი, ვაშლს, ღვინოს, მანდარინს, მწვანილს თუ გავატანინებდი და გავაყიდინებდი რუსეთში. ასევე, ბევრს აინტერესებდა რა სარგებლობას მიიღებდნენ თუ მხარს დაუჭერდნენ ჩვენს პოლიტიკურ პარტიას ანუ დააფინანსებდა თუ არა ჩვენს მოძრაობას რუსეთში მცხოვრები ოლიგარქები. 2010 წლიდან 5000 წერილზე მეტი მივიღე. აბსოლუტურად ყველა ფიქრობდა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და არა ქვეყანაზე. 7 წლის მანძილზე მხოლოდ 14 ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც არა საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ ქვეყნის წინსვლაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრობდა. დანარჩენის დიალოგი იწყებოდა ასე: – ვინ დაგვაფინანსებს? მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც თავად საკმაო ფინანსები გააჩნდათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათხოვარივით ჰქონდათ ხელები გაშლილი.

აი, სამწუხარო რეალობა, რომელიც სუფევს დღეს ჩვენს საზოგადოებაში და ვშიშობ, რომ ასეთმა საზოგადოებამ, ვისთვისაც პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული მე-10 ხარისხოვანია შეძლოს და ააშენოს ნორმალური სახელმწიფო.
მოხარული ვიქნები, ვცდები, მაგრამ სამწუხაროდ მგონი მართალი ვარ.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება