„მივიღეთ უარესი ვითარება, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს!“

„გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი გამცხადებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები.

„ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოჰყვეს. ქვეყნის პირველი პირი, საქართველოს პრეზიდენტი, მოუწოდებს პარლამენტს, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს საზედამხედველო ფუნქცია, ასევე შემოგვთავაზოს გეგმა თუ როგორ მოხდება მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების დაზღვევა და მინიმალიზაცია“ – განაცხადა  მიშველაძემ.

კომენტარის დატოვება