ჩრდილოეთის ზღვაში ტონობით ნავთობი ჩაიღვარა

BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთის ზღვაში კომპანია BP-ის ჭაბურღილზე 95 ტონამდე ნავთობი ჩაიღვარა. ინფორმაციას კომპანიაც ადასტურებს და აცხადებს, რომ ჭაბურღილის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტი კი ტექნიკური სახის პრობლემებმა გამოიწვია.  მომხდარის მიზეზებს იძიებენ.

კომენტარის დატოვება