“კოჰაბიტაციამ გაათავხედა არა მარტო ნაციონალები, არამედ შევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნებიც”

“მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა პრესკონფერენცია გამართა აკაკი ჩხაიძის დანაშაულებრივი წარსულთან დაკავშირებით და საზოგადოებას გაახსენა მის კიერ ჩადენილი დანაშაულებები, რაზედაც მას სასჯელი არ მოუხდია. შატბერაშვილი ასევე აღნიშნა, რომ „ჩხაიძის მოპარული მილიონებით ფინანსდებოდა პირადად შალვა ნათელაშვილი“.

„ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებულმა კოჰაბიტაციამ უკიდურესად გაათავხედა არა მარტო ნაციონალი ლიდერები, არამედ შევარდნაძის ყოფილი მაღალჩინოსნებიც. ერთერთი ასეთი გახლავთ რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ჩხაიძე, რომელმაც „სახელი გაითქვა“ როგორც აღვირახსნილმა კორუფნიონერმა, მექრთამემ და გამომძალველმა, რისთვისაც ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული. ნაცვლად იმისა, რომ ბ-ნი ჩხაიძე სირცხვილით ქუჩაში ცხვირს ვერ ჰყოფდეს, იგი კენჭს იყრის ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

ამ სუბიექტმა თავის დროზე კატასტროფის წინაშე მიიყვანა საქართველოს რკინიგზა, აჰყარა ასეულობით კილომეტრი ლიანდაგი, დაჭრა და ჯართის სახით გაყიდა თურქეთში, ათასი ცალი ვაგონი, რომელიც ვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის, ასევე დაჭრა და გაყიდა ჯართის სახით 1 ტონა ვითომც და 30 დოლარად, როდესაც მისი რეალური ფასი 130 დოლარი იყო, მრავალმინიონიანი სხვაობა კი ჯიბეში ჩაიდო.

ასევე იგი ეწეოდა გამომძალველობას. აზერბაიჯანული სატრანსპორტო კომპანია „ალეგრატრანს ლიმიტედი“ მრავალსვლიანი მაქინაციების შედეგად დააჯარიმა 12 მილიონი ლარით, შემდეგ 6 მილიონი ქრთამის სახით გამოართვა და ჯარიმა დააკისრა სახელმწიფოს. ასეთი მაქინაციები მის ბიოგრაფიაში უამრავია.

როდესაც ჩხაიზე 2004 წელს დააპატიმრეს, გათავისუფლებისათვის ოპერატიულ მუშაკებს იგი ადგილზევე სთავაზობდა 50 მილიონს. იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც საპროცესო შეთანხმებით გადაიხადა რაღაც სასაცილო 3 მილიონი, დანარჩენი თანხა – 47 მილიონი, გადაუხადა „ნაციონალურ მოძრაობას“. აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა კორუფციისა იგი ეჭვმიტანილი იყო მკვლელობის მცდელობაში.

იგი არა მარტო „ნაცმოძრაობის დამფინანსებელი გახლდათ“. წლების განმავლობაში ბ-ნი ჩხაიძე მსუყედ აფინანსებდა პირადად შალვა ნათელაშვილს და ამით აძლიერებდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჩხაიძეზე არანაკლები თაღლითები იყვნენ და არიან. აქედან ნათლად ჩანს, თუ რა მასშტაბის კორუფციონერია ბ-ნი ჩხაიძე.

აკაკი ჩხაიძე ყველაზე მდიდარი ქართველების სიაში იმ დროისათვის 44 ადგილს იკავებდა მრავალმილიონიანი ქონებით.

ასეთი გაქნილი თაღლითი დღეს აცხადებს, ბევრი მაქვს გაკეთებული და როდესაც დეპუტატი გავხდები კიდევ ბევრს გავაკეთებო. როგორც ჩანს ბ-ნი აკაკი გულისხმობს, რომ მას კიდევ ძალუძს მრავალი მილიონი მოპაროს სახელმწიფოს და არცერთი თეთრი არ გაიღოს თუნდაც სიმბოლური ქველმოქმედებისათვის.

ამიტომ მოვუწოდებთ ლანჩხუთ-ჩოხატაურის ამომრჩევლებს, ხმა მისცენ „მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატ ლაშა ჯიბლაძეს და არ დაუშვან კრიმინალი აკაკი ჩხაიძის სადეპუტატო მანდატით აღჭურვა” – ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

კომენტარის დატოვება