გულიკო ზუმბაძის გამოხმაურება და დაპირებული სიტყვის ასრულება

29 სექტემბერს საზოგადოებას აფრიკაში მცხოვრებ გაჭირვებულ ოჯახზე მოვუყევთ, რომლის წევრებიც მხოლოდ ავადმყოფი ბებია და ობოლი შვილიშვილი არიან.

მასალა იხ.ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%94/

სტატია გამოვაქვეყნეთ იმის იმედით, რომ კომპეტენტური პირებიც ნახავდნენ და ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევდნენ.

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში თბილისის საკრებულოს დეპუტატი გულიკო ზუმბაძე გამოგვეხმაურა და უფრო დაწვრილებით გამოიკითხა ინფორმაცია. დაგვპირდა, მართალია ეს უბანი ჩემს სადეპუტატო ოლქს არ ეკუთვნის, მაგრამ ასეთი ადამიანების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებაო და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებასო.

დაგვპირდა და სიტყვაც აასრულა. სწორედ ახლა დაგვირეკა ქალბატონმა გულიკომ და გვითხრა:

-„დღეს ოჯახთან მივიდა სამგორის რაიონის საუბნო განყოფილების უფროსი ჯუმბერ მილორავა. მართლაც სავალალო მდგომარეობაა. პირველ რიგში გეტყვით, რომ ოჯახისთვის სოციალური დახმარება აღუდგენიათ, რაც შეეხება დღევანდელ ვიზიტს, ქალბატონს დააწერინეს ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით განცხადება, აღმოჩნდა, რომ წყალიც კი არ ჰქონიათ, ამ საკითხზეც დაიწერა უკვე განცხადება და წყალკანალს მიემართა, თუ ეს ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, ამ პრობლემასაც მოაგვარებენ. ასე რომ ოჯახს ყურადღება აღარ მოაკლდება და მუდმივად გაეწევა შეფობა“.

პირადად ჩვენ მადლობას ვეუბნებით გულიკო ზუმბაზეს, ჯუმბერ მილორავას და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც თავიანთი მოვალეობა შეასრულეს და კიდევ, თანამდებობაზე ყოფნისას ადამიანობა არ დაკარგეს.

ეს დღე არა მარტო ლალი დოთიშვილს დაუბრუნებს იმედს, არამედ სხვა ოჯახებსაც გაუჩენს.

P.S.  გულიკო ზუმბაძე  არჩევნებში არც მაჟორიტარობის კანდიდატია და არც პროპორციულ სიაშია რომელიმე პარტიაში, ის სამგორის რაიონის საკრებულოს მოქმედი დეპუტატია, ასე რომ ნურავინ მიაწერს ამ მასალას რაიმე პიარს.

დიახ, მე პირადად, როგორც მოქალაქეს, ასეთი დეპუტატები და თანამდებობის პირები მინდა, რომლებიც პასუხისმგებლბას არ კარგავენ და ამართლებენ საზოგადოების არჩევანს!

ქეთი მიქაძე

 

კომენტარის დატოვება