მე–11 კლასის ქიმიის საატესტატო გამოცდაზე მოსწავლეთა დაახლოებით 6% ჩაიჭრა

2018 წლის საატესტატო გამოცდები მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის დასრულდა. ქიმიაში მოსწავლეების დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა.

edu.aris.ge-ს ინფრომაციით, წელს საატესტატო გამოცდებზე დაახლოებით 39 000–მდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთ ან რამდენიმე საგანში ვერ გადალახეს მინიმალური ზღვარი (5,5), შესაძლებლობა ექნებათ, რომ მომავალ წელს იგივე საგანი/საგნები მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებთან ერთად ჩააბარონ.