„გიგის წვენები“ გაძარცვის შემდეგ 20 000- ლარიანი პოლისით დააზღვიეს

რამდენიმე დღის წინ „გიგის წვენების” ჯიხური გაძარცვეს. მოიპარეს თანხა და წვენსაწური.
ამ ფაქტის შემდეგ, ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ მსგავსი შემთხვევებისგან თავის დაზღვევის მიზნით პატარა მეწარმეს 20 000 ლარის ღირებულების სადაზღვევო პოლისი გადასცა.

იმ შემთხვევაში თუ „გიგის წვენები“ კვლავ დაზარალდება ძარცვის ან ყაჩაღობის მიზეზით, ან თუნდაც ხანძრის და სტიქიური მოვლენების შედეგად, კომპანია „ჯიპიაი“ ზარალს აუნაზღაურებს.

„მზიურში“ 15 წლის გიგი ანთაძის სავაჭრო ჯიხური 12 ივნისს გაქურეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ჯიხურიდან ერთ კვირის განმავლობაში, ჯერ წვენსაწური მოიპარეს, შემდეგ კი ნავაჭრი და დაგროვილი თანხა.

გაქურდვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

1 აპრილს თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობით იყო დაკავებული – ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა. ჯიხურს გიგიმ “გიგის წვენები” დაარქვა.