“კარგი საქმე გაკეთდა რაჭაში, მაგრამ შატილში და ომალოში როდის?”

მიხეილ მუმლაძე
ა(ა)იპ „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

კარგი საქმე გაკეთდა რაჭაში,
მაგრამ შატილში და ომალოში როდის?

ძალზე კარგი საქმე გაკეთდა რაჭაში, როდესაც ამ დღეებში ამბროლაურის აეროპორტი რომ გაიხსნა. ეს დიდ საშუალებას მისცემს როგორც ადგილობრივებს ასევე სხვა კუთხისა და უცხოეთის მოქალაქეებს ქვემო და ზემო რაჭაში ხშირად ჩასვლისათვის.

ძალზე დიდი საქმე გაკეთდება ქვეყნისათვის, ხალხისათვის თუ მოკლე ხანში მოეწყობა აეროპორტები და იქნება რეგულარული ფრენები – შატილში, ომალოში, უშგულში, ხულოში, ნინოწმინდაში, ფარავნის ტბასთან, კუმურდოში, წალენჯიხაში და დედოფლისწყაროში.

ეს ყოველივე დიდად შეუწყობს ხელს ეკონომიკის აღმავლობას, ხვადასხვა საინტერესო იდეების, გეგმების განხორციელებას, მრავალი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს კუთხეების სწრაფ განვითარებას, ტურისტების მთელი წლის მანძილზე ფართოდ შემოსვლას და რაც მთავარია ხალხის ადგილზე დასაქმებას.

კომენტარის დატოვება