„მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას”

გიგი უგულავა აცხადებს, რომ „დაბრუნებისთვის არ იბრძვის“, ხოლო მიზეილ სააკაშვილი მის ქმედებებს სწორედ ასე აღიქვამს.

„მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მითუმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემს და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ურთიერთობები „ფუნდამენტურად მიუღებელი აღმოჩნდა“.

ყოფილი მერის განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ერთი წელიც ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი,“ – აცხადებს უგულავა.

მისი განცხადებით, მან იცოდა, რომ მსგავს სიტუაციას პოლიტიკური ნიშნით დაჭერები მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიოდერი, გიგი უგულავა, აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ამის შესახებ უგულავა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ ფაქტის გამოა მიხეილ სააკაშვილზეა გაბრაზებული.

„მე გაბრაზებული არ ვარ მიშაზე საერთოდ, ერთ ნაწილს თუ არ ჩავთვლით. ამაზე ნამდვილად გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ პარტიის, რომელსაც ასეთი მისია ჰქონდა, ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, სააკშვილს ლიდერობაში არავინ ეცილებოდა და სწორედ მან დააყენა „არასწორი მოთხოვნა არჩევნების შემდეგ“ პარლამენტში არშესვლის თაობაზე.

მისი აზრით, გუშინდელ ინტერვიუში  მიხეილ სააკაშვილმა არაერთი არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება