“ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვნახეთ პროგრესი. კომუნიკაცია გვაქვს ევროკომისიასთან და მის დანაყოფებთან რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება” – შალვა პაპუაშვილი

„სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ერთადერთი, რომ საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა. თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს. თუკი მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე, რომელიც თავად ევროკომისიამ იანვარში წარმოადგინა. რაც შეეხება უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობას, ეს შესაძლებლობა არსებობს. შარშან ვნახეთ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, ხოლო ლიდერს – არა. იმედი მაქვს, სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ევრორეკომენდაციებთან მიმართებით პროგრესი აქვს და ერთადერთი მოლოდინი, რაც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინია.

ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ვნახეთ პროგრესი. კომუნიკაცია გვაქვს ევროკომისიასთან და მის დანაყოფებთან რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი მოლოდინი, რაც შეიძლება გვქონდეს. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ ქართველს ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის ყველა ობიექტური შეფასებით. არ შეიძლება ასეთი უსამართლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომ კანდიდატის სტატუსი საწუწუნო გაუხადონ, რაც თავისი არსით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია, მაგრამ შინაარსობრივად არ არის ის, რაც საბოლო ჯამში გვინდა – ვგულისხმობ მოლაპარაკებების დაწყებას და შემდეგ წევრობას. ქვეყანა კანდიდატობისთვის მზად იყო ჯერ კიდევ შარშან, ივნისში. ეს დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და ათი თავით ვუსწრებთ ბოსნიას და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი“,– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.