“როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის” – კახა კალაძე

გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის – რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ის   ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

მისი თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა დამატებითი სპეკულაციაა.

„ესეც სპეკულაციის ნაწილია. როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია, არანაირი საპარლამენტო კომისიების შექმნის აუცილებლობა არ არის. ეს არის დამატებითი სპეკულაცია და ტრაგედიის ბოროტად გამოყენება. რასაც ვხედავთ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან სიბინძურეა. გამოძიება დაწყებულია, ყველაფერი გაირკვევა. სამუშაოები ერთი წუთით არ გაჩერებულა.

მერწმუნეთ, უმძიმესი ვითარებაა. შეიძლება ტელევიზიით არ ჩანს ის მასშტაბები, თუ რა მასშტაბზეა საუბარი. რაც შეეხება ვერტმფრენების მუშაობას, ვერტმფრენებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს. 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს სამშვიდობოს და მისი შესასრულებელი სამუშაოები, რაც იყო, გააკეთეს.” – განაცხადა კალაძემ.