ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.

საბრალდებო დასკვნაში ბრალდებულები მოხსენიებული არიან, როგორც „კრიმინალური ორგანიზაცია“ და მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის: ცრუ განცხადებებისა და ნაწერების გაკეთებაში, საჯარო მოხელედ თავის გასაღებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, ყალბი დოკუმენტების წარდგენაში, მოწმეებზე ზემოქმედებაში, სახელმწიფოს მოტყუების მიზნით შეთქმულებაში, ცრუ ჩვენების მიცემაში და სხვა.