რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქი დაბომბა

რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქი კვლავ დაბომბა, დარტყმები საოლქო ცენტრში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულისა და საავადმყოფოს ტერიტორიაზე განხორციელდა.

განცხადებას „ტელეგრამზე” ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

„მტერმა საგანმანათლებლო დაწესებულებას და საავადმყოფოს დაარტყა. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 55 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში იშემიური ინსულტის მკურნალობის კურსს გადიოდა“, – განაცხადა პროკუდინმა.