“დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ” – მიხეილ სარჯველაძე

დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ,- ამის შესახებ  “ქართული ოცნების” დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანასთან და ამით გამოწვეულ პროტესტთან დაკავშირებით  საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ,უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. 

“თუ ვინმეს სურს, ქართველები და რუსები ძმები იყვნენ, ასეთ შემთხვევაში უალტერნატივოდ დღის წესრიგში მთავარი პრიორიტეტი დგას – უნდა მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია – ყველა საკითხი ამით იწყება და მთავრდება!

მნიშვნელოვანია, რაციონალურად, პრაგმატულად გვესმოდეს და ყველას კარგად გვქონდეს გათავისებული, რომ დეოკუპაცია ამ ქვეყნისთვის არის ხელშეუხებელი და ნომერ პირველი პრიორიტეტი. არავის უნდა დაავიწყდეს – იქნება ქართველი თუ უცხოელი, რომ ეს საქართველოსთვის არის მთავარი რამ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს შევურიგდებით!” – განაცხადა დეპუტატმა  სარჯველაძემ.

გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა.