“საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო უფლება”

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პირველ მხარდამჭერებს მიმართა:

-მინდა მივმართო ქართული ოცნების ძველ გვარდიას, მათ, ვინც შეუძლებელი შეძლეს 2012 წლის იმ ისტორიულ დღეებში, საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო უფლება. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი, გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებო.

მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ 1 წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო ქვეყნის განვითარებაში“.