“მე კარგად მესმის თქვენი” – ივანიშვილი მოქალაქეებს მიმართავს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

ივანიშვილის განცხადებით, მას ესმის საქართველოს მოქალაქეების და მათი გულისტკივილისა და იმედგაცრუების.

“მესმის, რომ უკმაყოფილო ხართ, რადგან არ გაუმჯობესდა თქვენი ყოფა, უკმაყოფილო ხართ, რადგან ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს. უკმაყოფილო ხართ, რადგან ფიქრობთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=ZQ7Acdo1tUk