„მონანიება ყოველთვის კარგია, მაგრამ როცა ინანიებ, უნდა შექმნა შენი სინანულის ღირსი ნაყოფი…“

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებისადმი მიმართვას

იხ.

https://www.gmtv.ge/49860-2/

სოსო მანჯავიძე ეხმიანება:

-“ჩვენ ვდგავართ განსაცდელის წინაშე და ეს განსაცდელი ჩვენ დავუშვით”.
ბიძინა ივანიშვილი.

მონანიება ყოველთვის კარგია ,იგი განვითარებისა და გარდაქმნის შესაძლებლობას აჩენს.
მაგრამ როცა ინანიებ ,უნდა შექმნა შენი სინანულის ღირსი ნაყოფი, ამიტომ კეთილი უნდა ინებოთ და პირველ ეტაპზე ეკრანებს,შემდეგ კი თანამდებობებს ჩამოაცილოთ ადამიანები,რომელთა დანახვაზე და მათი უმწიფარ-უტიფარი აზრების მოსმენაზე,მოსახლეობას ჭინჭრის ციება ეწყება.

ამის შემდეგ გვჭირდება კონკრეტული პასუხები ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე,რომელთა ჩამონათვალი ყველამ იცის.

სასურველია,ამ პასუხებით მოსახლეობის წინაშე წარდგეს სალომე ზურაბიშვილი.

და ბოლოს, იმის გათვალისწინებით,რომ გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საშინელ გაჭირვებაში და საბანკო კაბალაში ჩააგდო,უნდა დაიწყოთ დაუყონებლივი მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან ვალების გარკვეული სეგმენტის ჩამოწერა რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით.
ნუ მოერიდებით ამისათვის საბიუჯეტო ხარჯების გაწევას,ჯერ ერთი,3 მილიარდზე მეტია დასახარჯი ახალ წლამდე და მეორე, ბიუჯეტი არსებობს ხალხისთვის და არა პირიქით.

ამ და სხვა ნაბიჯების გადადგმა გამწარებულ ხალხს იმედს გაუჩენდა და მათი გულის მობრუნებაც შესაძლებელი გახდებოდა.

ცხადია, ეს არ უნდა იყოს დროებითი წინასაარჩევნო ღონისძიება,არამედ სისტემური ცვლილებების დასაწყისი”