უკრაინელებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებენ.

“უროჟაინე გავათავისუფლეთ. ჩვენი დამცველები საზღვრებზე მაგრდებიან. შეტევითი ქმედებები გრძელდება,” – წერს მალიარი.