“სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე” – ირაკლი კობახიძე

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში  განაცხადა.

მისი თქმით, ის დათო ჯელაძეს ჯერ ტელეფონით ესაუბრა და შემდეგ შეხვდა.

„ჯერ სატელეფონო საუბარი მქონდა დათო ჯელაძესთან, შემდეგ მას შევხვდი. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ: დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. საკუთარ თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს მას გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი, რაღაც აქვს გაკეთებული.

სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც მან თქვა. ეს არის ძალიან დასანანი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და საუბარი ყველაფერთან დაკავშირებით. მან განმარტა მისი ისტორია, მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია ის, რომ დათო ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა. გადარჩა მისი დისშვილი და ოჯახი. ამაში არის დათოს დიდი დამსახურება და იმ გზის დამსახურება, რომელიც მან გამოიარა, თავის დისშვილთან ერთად“,– განაცხადა კობახიძემ.