“ეს არის „რუსული ოცნების“ ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან“ – თინა ბოკუჩავა

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ზედაპირული, არაფრისმთქმელი, საქმით დაუმტკიცებელი, ყალბი ბოდიში საზოგადოებაში არავის სჭირდება, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძისა  და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლების განცხადებებს.

„ამიტომ მათ საჯარო კომუნიკაციის ძვირადღირებული, უცხოელი ექსპერტების რჩევით და კვლევების შედეგად შემოაბრუნეს რიტორიკა, მაგრამ არა პოლიტიკა მათი ორგანული და ბუნებრივი პასუხი სტიქიის მსხვერპლზე თავდასხმა იყო. ეს არის „რუსული ოცნების“ ნამდვილი სახე, როცა ტრაგედიის ჟამს თავს მსხვერპლს ესხმიან“, – აღნიშნა ბიკუჩავამ.