„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები” – იენს სტოლტენბერგი

უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის იქნება სწორი პირობები ნებისმიერი მოლაპარაკებისთვის რუსეთის შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„უკრაინელების და მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის არის მოლაპარაკებებისთვის შესაფერისი პირობები და ვის შეუძლია, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, რა არის მისაღები გამოსავალი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის განცხადება მოჰყვა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და ნატო-ში გაწევრიანების გზა იყოს.

მისი (იენსენის) გზავნილი, რომელიც არის ჩემი მთავარი გზავნილი და რომელიც არის ნატოს მთავარი გზავნილი, არის, პირველ რიგში, რომ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელია – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.