უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი პიატიხატკი გაათავისუფლეს

სოციალურ ქსელში უკრაინელი დამცველების ვიდეო გამოჩნდა, რომლებმაც ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი პიატიხატკი გაათავისუფლეს.

რაშისტები” გაიქცნენ, მიატოვეს ტექნიკა და საბრძოლო მასალა. დიდება უკრაინას!” – აცხადებს ერთ-ერთი მებრძოლი ვიდეოში.

ვიდეო  უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნდა.

პიატიხატკის დასახლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, დღეს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც დაადასტურა.