“ყველა ორკესტრირებულად გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ  და არავინ იგონებს იმ აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან ინტენსიურად მოდიოდა” – ვოლსკი

ყველა ორკესტრირებულად გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ  და არავინ იგონებს იმ აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან ინტენსიურად მოდიოდა,-ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

თსუ-ში, გორსა და ბაკურიანში მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას ვოლსკიმ ასევე  აღნიშნა, რომ  ახალგაზრდებს ითრევენ დესტაბილიზაციის და რევოლუციურ პროცესში.

“დღეს ყველა ორკესტრირებულად გამოდის და გმობს მათ, ვინც აგრესია განახორციელა რევოლუციონერი ჯაფარიძის გარშემო შემოკრებილთა მიმართ და არავინ იგონებს იმ აგრესიას, რომელიც მეორე მხრიდან ინტენსიურად მოდიოდა და ცოცხალი ადამიანის ცეცხლში დაწვაში აისახა ეს ტრენინგები, რომელიც ჯაფარიძისნაირმა ტიპაჟებმა ჩაატარეს. ამიტომ ორმაგი სტანდარტი არ უნდა დაუშვა და უნდა იყოს პრინციპული პოზიცია ჩამოყალიბებული – არა ძალადობას. ახალგაზრდებს ითრევენ დესტაბილიზაციის და რევოლუციურ პროცესში, რამაც ასახვა ჰპოვა ნგრევაში, მტვრევაში, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაში. აგრესია როცა პიკზე ავიდა და ამას ჯაფარიძე და მისნაირი ტიპაჟები სათავეში ჩაუდგნენ, მაშინ უნდა ყოფილიყო განცხადებები გაკეთებული. არ არის სწორი ახალგაზრდების მობილიზება, რომ პოლიტიკურ ოპონენტს დერეფანში გაეკიდონ, აგინონ, უწმაწური სიტყვები მაისურზე დაიწერონ, გოგოები აიძულონ იგივე სიტყვები გაიმეორონ და როცა ამ პროცესებს სწორად არ აფასებ, ამას აუცილებლად მოჰყვება მეორე მხრიდანაც აგრესია, რომელიც ასევე დასაგმობია და სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ თემაზე უნდა იფიქრონ,” – აღნიშნა ვოლსკიმ.