ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სასამართლომ სარჩელი მიიღო

USA Today-ის ინფორმაციით, ამერიკელმა სამერ ზერვოსმა ნიუ-იორკის სასამართლოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ის მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

-„არჩეულმა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად სამართლიანი იქნება ჩემი დავცის ქვეშ მყოფის მიმართ. თუ ის უბრალოდ იტყვის, რომ მისი განცხადებები არასწორია და აღიარებს ზევროსის მიმართ დანაშაულს, ჩვენ სარჩელს უკან გავიტანთ“-განაცხადა ადვოკატმმა გლორია ოლერედმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი მაინც და მაინც ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ადვოკატმა განაცხადა:

-„და რატომ არა ახლა? საჭიროა დიდი სიმამაცე, რომ პლანეტის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს დაუპირისპირდე“.

სამერ ზეპვოსმა გასული წლის ოქტომბერში საჯაროდ დაადანაშაულა დონალდ ტრამპი სექსუალურ ძალადობაში. მაშინ მან განაცხადა, რომ მილიარდელმა მასზე 2007 წელს სასტუმრო Beverly Hills-ის ნომერში იძალადა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი სექსუალურ ძალადობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. ამერიკელმა პორნომსახიობმა ჯესიკა დრეიკმა მილიარდელი სექსუალურ ძალადობაში ლოს-ანჟელესში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა.

ასეთივე ბრალდებით გამოვიდა ყოფილი „მის ფინეთი“ ნინი ლააქსონერი. ამას გარდა ქალმა ფსევდონიმით ჯეინ დოუმ 1994 წელს პრამპის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა მერე უკან გამოითხოვა.

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი კი უარყოფს ბრალდებებს და ინაუგურაციისთვის ემზადება, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.

 

კომენტარის დატოვება