მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხანგრძლივად, ადამიანების დაკარგვის გარეშე – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინას, ისრაელის მაგალითზე, შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ისრაელი იბრძვის. მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხანგრძლივად, ადამიანების დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ბრძოლას საკუთარი ტერიტორიის დასაბრუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა მისმა ურთიერთობამ მოკავშირეებთან. “უკრაინის წინსვლა და პასუხისმგებლობა ბრძოლის ველზე ყოველთვის ორმხრივია,”- განაცხადა ზელენსკიმ.