უკრაინელებმა ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს- ანა მალიარი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული კვირის განმავლობაში, კონტრშეტევის შედეგად,ბახმუტის მიმართულებით კიდევ 2 კილომეტრი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით შეტევის დროს, უკრაინის დამცველებმა, სერთო ჯამში, 37 კვ. კმ. ტერიტორიის დეოკუპაცია განახორციელეს.

“გასული კვირის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ამ მიმართულებით 2 კვ. კმ. გაათავისუფლეს. უკრაინელი სამხედროები წარმატებულ შეტევითი ოპერაციებს აწარმოებენ ქალაქ ბახმუტის სამხრეთით რაიონებში”, – განაცხადა ანა მალიარმა.