ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააუქმა

ბულგარეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა, რომელსაც ვადა ხვალ ეწურება, არ გაახანგრძლივოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის ხელისუფლების მიმართ მადლობა გამოთქვა.

„მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი დენკოვს და მის გუნდს, ასევე ბულგარელ პარლამენტარებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ ნაბიჯს. ბულგარეთი არის ნამდვილი სოლიდარობის მაგალითი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ივნისში, ევროკავშირი ხუთ წევრ სახელმწიფოში მარცვლეულის იმპორტის შეზღუდვას დაეთანხმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დაცვა დასახელდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებზე ფასების ვარდნაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტს ადანაშაულებენ.