უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქებას 45 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის ხელისუფლებასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. „ხელისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.

კახოვკას კაშხალი 6 ივნისს, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. კაშხლის განადგურებამ ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია.