ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის – გახარია

 ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა, – ასე   ეხმაურება  პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ზურაბ-გირჩი ჯაფარიძესა და ბორჯომში, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ბანაკში მყოფებზე თავდასხმას.

მისი თქმით,  ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება  განწირულია მარცხისთვის.

“ახლა უკვე „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!“ – აღნიშნა გახარიამ.