ჭიათურაში მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი  უკვე მე-6 დღეა  გრძელდება. ისინი  კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

დასაქმებულები მუნიციპალიტეტის პერიოდულად ქალაქში მსვლელობას მართავენ.

მათი თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.

გუშინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.