უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს – უკრაინის გენშტაბი
ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ტავრიჩევსკის მიმართულებით წინ წაიწიეს და რუსებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, -ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავიაიერიშის შედეგად 90-ზე მეტი რუსული ტექნიკა გაანადგურეს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის კონტრშეტევას სულ მცირე 600 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.