„როგორც მე ვუთხარი ამერიკელების ოჯახებს, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან, ჩვენ ყველა გზას ვიყენებთ, რათა მათი საყვარელი ადამიანები სახლში დავაბრუნოთ” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ამერიკელების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს მათ უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

„როგორც მე ვუთხარი ამერიკელების ოჯახებს, რომლებიც „ჰამასის“ ტყვეობაში არიან, ჩვენ ყველა გზას ვიყენებთ, რათა მათი საყვარელი ადამიანები სახლში დავაბრუნოთ. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, არ არსებობს უფრო დიდი პრიორიტეტი, ვიდრე მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება“, – განაცხადა ბაიდენმა, როდესაც მან ამერიკელებს პირდაპირ ეთერში მიმართა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა “ჰამასის” მოქმედებებს.

„ჰამასი არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. „ჰამასი“ იყენებს პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად და უდანაშაულო პალესტინელი ოჯახები დიდ ტანჯვას განიცდიან მათ გამო“, – აღნიშნა ბაიდენმა.