დიდ დიღომში 11 წლის ბავშვს ეძებენ
დიდ დიღომში 11 წლის ბავშვს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გოგონა მესამე მიკრორაიონში დაიკარგა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი უკვე 4 საათია არ გამოჩენილა.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.