“სამ დღეში 95 სასამართლო ჩატარდა ონლაინ და ჯერ-ჯერობით ასე გაგრძელდება”

“ჩვენ ვაგრძელეთ  განსაკუთრებულ პირობებში მუშაობას, რათა საპატიმროში მყოფი ადამიანები დარჩნენ ვირუსისგან მაქსიმალურად დაცულნი.”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. წულუკიანის განმარტებით,    განსაკუთრებული პირობების დროს ციხეებში პაემნების აკრძალვის შემოღებამ  მსჯავრდებულებში სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია. ამის გამო  უკვე 10 დღეზე მეტია მოქმედებს შეღავათი, რაც მთელი თვის მანძილზე 15 წუთიან უფასო სასაუბრო დროს გულისხმობს.  “ამ შეღავათის გაგრძელებაზე მუშაობას ვაგრძელებთ მომავალშიც იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილობა და მისგან გამოწვეული ოჯახთან კონტაქტის არარსებობა რამენაირად კომპენსირებული იყოს ჩვენი პატიმრებისთვის.“ – აცხადებს წულუკიანი.

თია წულუკიანის თქმით, კორონავირუსის სრულ  აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა, რადგან უკვე რამდენიმე დღეა სასამართლო პროცესები ონლაინ რეჟიმში  მიმდინარეობს.

” სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებებიდან, ამიტომ მე მინდა ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო არა მხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს,  პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებს და თავად პატიმრებსაც ” – განაცხადა თია წულუკიანმა.