“შეკრებები არ არის საჭირო ცვლილებების განსახილველად”

“შეკრებები არ იქნება იმისთვის საჭირო, რომ ხალხთან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვები მოვაწყოთ. აღნიშნული განხილვები დისტანციურად, კანონის სრული დაცვით გაიმართება.” – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე განმართებით, თუ აქამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისთვის საჭირი იყო 3 თვე და კიდევ პლუს 1 თვე იმისათვის, რომ საარჩევნო კოდექსიც შესაბამისობაში მოსულიყო კონსტიტუციასთან, ამჟამად გაცილებით ნაკლებ ვადებშია შესაძლებელი ეს პროცესი.
“საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 1 თვიან ან თვე-ნახევრიან პერიოდში უნდა მოხერხდეს მთლიანი პაკეტის მიღება. ამაზე ვისაუბრეთ ოპონენტებთანაც, მათი თანხმობა და მზაობაც არის ამაზე. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ რაიმე რადიკალურად ცუდ სცენარს არ წარმოვიდგენთ და საგანგებო მდგომარეობა მალე მოიხსნება, სრული გარანტია არსებობს, რომ  კონსტიტუციას საფრთხე არ შეექმნება.“ – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.